„ემპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი რობერტო დ’ავერსამ დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
დ’ავერსამ „ემპოლი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა, მაგრამ გუნდს სერია A-ში ადგილი ვერ შეანარჩუნებინა და კლუბის დატოვება მოუწია. ასე რომ, თუ საბა გოგლიჩიძე ზაფხულში „ემპოლის“ არ დატოვებს, ახალი მწვრთნელი ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ „ემპოლი“ სერია A-დან სერია B-ში დაქვეითდა.