სიმონე ინძაგი „ალ-ჰილალის“ საპრეზენტაციო ვიდეოში ფილიპო ინძაგიში აერიათ... უცნაურია, მაგრამ ასეა.
საუდის არაბეთის კლუბმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო კლიპი, რითაც ინძაგი წარადგინეს და ვიდეოს ადევს იტალიელი კომენტატორის ხმა, რომელიც 2007 წელს, „ლივერპულის“ წინააღმდეგ ფილიპო ინძაგის გატანილ გოლს ზეიმობს. არავინ იცის, ეს არაბებს შემთხვევით მოუვიდათ თუ განზრახ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
აღსანიშნავია, რომ ფილიპო ინძაგის სოციალურ ქსელში „ალ-ჰილალის“ ფანების შემოსევაა და ისინი კომენტარებს წერენ, როგორც ჩანს, სიმონე და პიპო ვერც მათ გაარჩიეს.
შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგიმ „ალ-ჰილალთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაში 52 მილიონ ევროს მიიღებს, რითაც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა.