თამაშგარე

15:42 | 5.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიელი მსახიობის სპორტული სული

ირლანდიელი მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი ვოჯი უილიამსი, რომელმაც სახელი ბრიტანულ და არამხოლოდ ბრიტანულ სერიალებში მონაწილეობით გაითქვა, ბოლო დროს ფიტნესინსტრუქტრობასაც ითავსებს და საზოგადოებას დღენიადაგ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და ნებისმიერ ასაკში დაუღალავი ვარჯიშისკენ მოუწოდებს.

ვარჯიშის სიყვარულის და სპორტული ცხოვრების გამო, ვოჯის რეჟისორები მუდამ აქტიური ქალის როლს აძლევენ და ხშირად ტექნიკურად რთულად გადასაღებ საშიშ სცენებშიც თავად მონაწილეობს და კასკადიორების დახმარებაზე უარს ამბობს

ვოჯი უილიამსი თავად 39 წლისაა და ორი შვილი ჰყავს. კორონაპანდემიამდე დუბლინში საკუთარი სავარჯიშო დარბაზიც ჰქონდა და იქ თავად იყო მმართველიცა და ინსტრუქტორიც. თუმცა, პანდემიის გამო გაჩენილი ეკონომიკური კრიზისი მის ბიზნესზე განსაკუთრებულად ცუდად აისახა და დარბაზის გაყიდვა მოუხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17963