„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ სკუდეტოს მოგება ანტონიო კონტეს დამსახურებაა.
იტალიელის თქმით, კონტემ ყველა დაბრკოლება გადალახა, რაც სეზონის განმავლობაში გუნდში წარმოიქმნა:
„კონტემ შესანიშნავი უნარი გამოავლინა ყველა იმ ინციდენტს გამკლავებოდა, რაც შეგვემთხვა და ასეთი ბევრი იყო. ის ყოველთვის თავის საქმეს აკეთებდა, ყოველთვის წყვეტდა იმ პრობლემებსაც კი, რომელთა გადაჭრაც, ჩემი აზრით, რთული იქნებოდა. მას უნდა ვუმადლოდეთ ჩემპიონობას.
ვიღაცამ თქვა, რომ წელს კლუბები სუსტები იყვნენ, რაც დიდი ტყუილია. კარგი ჩემპიონატი იყო, ძლიერი „ბოლონიით“, „ლაციოთი“, „რომაში“, რომელიც რანიერის მისვლის შემდეგ ტიტულის ღირსი იყო. რამდენი ქულით მოვიგეთ ჩემპიონატი, მნიშვნელობა არ აქვს, ევროპაშიც არ მინახავს ჩემპიონები ამაზე ბევრად მეტი ქულით და ჩვენ სკუდეტო ვერ მოვიგეთ სეზონში, რომელშიც 91 ქულა მოვიპოვეთ.
სატრანსფერო ბაზარზე ნუ მკითხავთ, ერთი თვის განმავლობაში ვერაფერს გაიგებთ. ყოველდღე წერენ, რომ 50 ფეხბურთელს ვყიდულობთ და როცა ამას ვკითხულობ, ბევრს ვიცინი.
დე ბრუინის დამატების იდეა 3 თვის წინ გაჩნდა. ის ჩემპიონია, მიუხედავად იმისა, რომ ასაკშია. გუნდის გაძლიერება მოგიწევს, რადგან ოთხი ტურნირი გვექნება სათამაშო“, - თქვა დე ლაურენტისმა.






