„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ში 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა.
გამოკითხვაში, რომელშიც 8 ნომინანტი იყო, მათ შორის, ზურიკოს გარდა, ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის გოლები, გამარჯვება დავითაშვილის გოლმა მოიპოვა - ყველაზე მეტი ხმით.
ზურიკომ ეს გოლი მეცხრე ტურში „ოსერს“ გაუტანა. იმ თამაშში ქართველმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ეს კი, მეორე გოლი იყო მეტოქის კარში.
ხვიჩას, ზურიკოს და გიორგის გარდა, ნომინანტებში იყვნენ ჯონათან როუ, დეზირე დუე, ჟოაო ნევეში, ამინ გუირი და ანას ზარუჰი.