თამაშგარე

11:20 | 4.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზეფინას ბუნდოვანი ევროპული მომავალი

ევროპაში მოღვაწე ჩილელ მოდელ ჟოზეფინა კისტერნასს ამ ბოლო დროს გულზე დიდი კაეშანი დასდებია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მის დარდსა და ვაებას ჩვენი პლანეტის კიდით-კიდემდე სახელგავარდნილი სამხრეთამერიკელი შამანები, ჯადოქრები და ათასი ოხრობის მქმნელი მჩხიბავებიც კი ვერ უწამლებენ.

საქმე ისაა, რომ ჟოზეფინას ერთ-ერთ ფრანგულ სამოდელო სააგენტოსთან (სადაც ახლა მოღვაწეობს) კონტრაქტი ერთ თვეში უმთავრდება და მოდელის დიდი და დაუფარავი სურვილის მიუხედავად, ფრანგები ჯერ არ ფიქრობენ კონტრაქტის გაგრძელებას, რაც ამ მწყაზარი ასულის ევროპულ იმედებსა და მომავალს აბუნდოვან-აფერმკრთალებს.

ადრე კი გაუწყებდით, მაგრამ ვისაც დაგავიწყდათ შეგახსენებთ, რომ ჟოზეფინა კისტერნასი წარსულში ლეგენდარული ჩილელი მობურთალის ივან სამორანოს გულისსწორი იყო და მათი სამწლიანი რომანი ისე უცნაურად და მარტივად დასრულდა, როგორც დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162399