„ლივერპულის“ გარემარბი ლუის დიასი „ბარსელონას“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ინსაიდერმა ფლორიან პლეტენბერგმა დაწერა.
კატალონიელებმა უკვე დაიწყეს წინასწარი მოლაპარაკებები „ლივერპულთან,“ კლუბის ფინანსური სირთულეებისა და ახალი მოთამაშეების რეგისტრაციის პრობლემების მიუხედავად. კოლუმბიელი ფეხბურთელის ტრანსფერი „ბარსას“ მნიშვნელოვანი თანხა დაუჯდება, მაგრამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი კვლავ სერიოზულია.
ამავდროულად, დიასი ასევე საუდის არაბეთის კლუბების სიაშია. მათაც უკვე გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები პოტენციური ტრანსფერის მიმართულებით.
28 წლის ლუისმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 50 მატჩში 17 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.