ფეხბურთი

1:50 | 30.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენმა" დანიის თასი მოიგო

„კოპენჰაგენმა“ დანიის თასი მოიგო. ფინალში გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდმა „სილკებორგი“ ძალიან ადვილად, 3:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა „კოპენჰაგენი“ ლარსონის, ლერაგერისა და ელიონუსის გოლებით 3:0 დაწინაურდა, მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა.

გოჩოლეიშვილს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო. ქართველმა მცველმა აწ დასრულებული სეზონი დანიურ გუნდში იჯარით გაატარა, ყველა ტურნირზე 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. გოჩოლეიშვილმა „კოპენჰაგენში“ დანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160348