ისტორია

13:47 | 27.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ახალი მეკარის ტრანსფერზე შეთანხმდა

კატალონიური ბარსელონა „ესპანიოლიდან“ მეკარე ჟოან გარსიას დამატებასთან ახლოსაა, იტყობინება Cadena Ser.

წყაროს ცნობით, კლუბმა უკვე მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას ფეხბურთელთან და მალე გადაიხდის გამოსასყიდ თანხას - 25 მილიონ ან 30 მილიონ ევროს.

გარსიას, სავარაუდოდ, ლა ლიგის ერთ-ერთ კლუბში იჯარით გაუშვებენ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად. მისით „ბეტისი“ და „ვალენსია“ დაინტერესდნენ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ - შესაძლოა, „ბარსამ“ მეკარე გუნდში შეინარჩუნოს, როგორც მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კონკურენტი ან მომავალი მემკვიდრე.

24 წლის გარსიამ ამ სეზონში 38 თამაშში 51 გოლი გაუშვა და რვა მატჩში კარი მშრალად შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158564
სარეკლამო ადგილი - 99
X x X