ფეხბურთი

15:47 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტემ ერთა ლიგისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ერთა ლიგის ოთხთა ფინალისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მან 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის, „ბეტისის“ ნახევარმცველი ისკო, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის შემდეგ პირველად გამოიძახეს.

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი)

მცველები: პედრო პორო (ტოტენჰემი), ოსკარ მინგესა (სელტა), რობინ ლე ნორმანი (ატლეტიკო), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დინ ჰუისენი (ბორნმუთი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი), მარკ კუკურელია (ჩელსი), დანი ვივიანი (ბილბაო)

ნახევარმცველები: მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), ფაბიან რუისი (პსჟ), მიკელ მერინო (არსენალი), ალექს ბაენა (ვილიარეალი), პედრი (ბარსელონა), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა), გავი (ბარსელონა), ისკო (ბეტისი)

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (გალათასარაი), ლამინ იამალი (ბარსელონა), ნიკო ვილიამსი (ბილბაო), იერემი პინო (ვილიარეალი), დანი ოლმო (ბარსელონა), სამუ აგეჰოვა (პორტუ), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი)

ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში 5 ივნისს საფრანგეთს შეხვდება, მეორე ნახევარფინალში გერმანია პორტუგალიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083009