ფეხბურთი

11:10 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

90-წლიანი პაუზის შემდეგ "უნიონი" ბელგიის ჩემპიონი გახდა

ბელგიის ჩემპიონი „უნიონ სენ-ჟილი“ გახდა, რითაც ისტორია დაწერა, რადგან ამ წარმატებას ძალიან დიდი ხანი ელოდა, თითქმის საუკუნე.

„უნიონმა“ ბოლო ტურში „გენტი“ 3:1 დაამარცხა და სამი ქულით აჯობა „ბრიუგეს“, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.

„უნიონმა“ ბელგიის ჩემპიონატი ისტორიაში მე-12-ედ მოიგო, მაგრამ პირველად 1935 წლის შემდეგ - 90 წელი ვერ ხდებოდა ჩემპიონი.

ზოგადად, ამ კლუბის მეოცე საუკუნის სტარტზე ჰქონდა ოქროს ხანა, შემდეგ დიდი ჩავარდნა დაეწყო, მაგრამ 2021 წელს დაუბრუნდა უმაღლეს დივიზიონს, ანგარიშგასაწევ ძალად იქცა - ახლა ჩემპიონი გახდა, შარშან ბელგიის თასი მოიგო.

თეგებიუნიონი
0.170005