„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ განაცხადა, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „ვერონასთან“ გადამწყვეტ მატჩში ძირითად შემადგენლობაში საბა გოგლიჩიძის დაყენება მისთვის ერთ-ერთი ვარიანტია.
ქართველმა მცველმა ბოლო დროს დაკარგა ძირითადში ადგილი, მაგრამ წინა ტურში შეცვლაზე შევიდა და კარგად ითამაშა, რაც მწვრთნელმაც აღნიშნა:
„უნდა ვთქვა, რომ „მონცასთან“ გოგლიჩიძე თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო, ამიტომ, ის ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ახლა ძირითადში იყოს“, - თქვა დ’ავერსამ.
საბა გოგლიჩიძეს მიმდინარე სეზონში 35 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. მან 32 შეხვედრა სერია A-ში ჩაატარა, სამი იტალიის თასზე. „ემპოლი“ „ვერონას“ 25 მაისს უმასპინძლებს და ამ მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა, სერია A-ში ადგილს.