ფეხბურთი

18:56 | 23.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "თუ ვიტირებ, არ დავმალავ, ეს პრობლემა არაა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის ბოლო ტურში „სოსიედადთან“ მატჩის წინ ჟურნალისტებმა ისაუბრა.

ეს იტალიელის ბოლო მატჩისწინა პრესკონფერენცია იყო „რეალის“ მწვრთნელის რანგში:

„ეს განსაკუთრებული დღეებია, ყოველთვის ემოციურია, როდესაც ასეთი ციკლი მთავრდება. არ ვარ მოწყენილი, არამედ ბედნიერი, რადგან ჩემი კარიერის შთამბეჭდავი პერიოდი აქ გავატარე და ყველაფერი გავაკეთე, რაც კი შესაძლებელი იყო. ადრე თუ გვიან ეს დღე უნდა დამდგარიყო და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მათგან სიყვარული და მხარდაჭერა მივიღე. ვისიამოვნე და შესანიშნავ ფეხბურთელებთან ვიმუშავე.

ვამაყობ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა „რეალში“ და მისი ისტორია დამეწერა. ახლა ახალ თავგადასავალს ვიწყებ იმავე სურვილითა და ენთუზიაზმით, როგორიც აქ მეორედ დაბრუნებისას მქონდა.

დამშვიდობება მშვენიერი იქნება. ემოციები ძალიან ადვილად მერევა და თუ ვიტირებ, არ დავმალავ, ეს პრობლემა არ არის. ამ დღეს ლუკა მოდრიჩთან ერთად გავიზიარებ, რომელიც „რეალის“ ლეგენდა იყო.

ჩაბი ალონსოს წარმატებას ვუსურვებ, მას ყველა ის თვისება აქვს, რაც „რეალის“ მწვრთნელობისთვისაა საჭირო.

მინდა, რომ კარგ მწვრთნელად დამიმახსოვრონ, მაგრამ ამას დრო გვიჩვენებს. ახლა, ბევრის სიყვარულს ვგრძნობ და ეს ძალიან მახარებს. „რეალის“ შემდეგ სხვა კლუბს აღარ გავწვრთნი, ეს ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი მწვრთნელი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს, სადაც დებიუტი სულ მალე, ივნისში ექნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082913