„ბარსელონამ“ და ჰანსი ფლიკმა თანამშრომლობა განაახლეს. მხარეებს შორის კონტრაქტი ერთი წლით, 2027 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა.
ფლიკის ძველი ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისს იწურებოდა.
ჰანსი ფლიკმა „ბარსელონას“ პირველივე სეზონში სამი ტიტული მოაგებინა - ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე მივიდა.
ფლიკის ხელში „ბარსელონამ“ ოთხიდან ოთხი მატჩი მოუგო „რეალს“. 59 მატჩიდან „ბლაუგრანამ“ 43 მოიგო, 7-ჯერ ფრე ითამაშა და 9 შეხვედრა წააგო. ამ თამაშებში სულ 171 გოლი გაიტანა, ხოლო 72 გაუშვა.






