იტალიურმა გამოცემა La Stampa-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ იურგენ კლოპი ახალი სეზონიდან „რომაში“ მუშაობას დათანხმდა.
წყაროს თანახმად, თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ამ ცნობას სიცრუე უწოდა იურგენის აგენტმა მარკ კოშიცკემ, რომელმაც ინფორმაცია არ დაადასტურა.
„არა, ეს ინფორმაცია სიმართლე არ არის“, - თქვა მოკლედ კლოპის აგენტმა.
შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპს ერთი წელია მწვრთნელად არ უმუშავია. ის ბოლო პერიოდში „რედ ბულშია“ დასაქმებული და ავსტრიული „ზალცბურგის“ მენეჯმენტში მუშაობს.