ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუსიო საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ბრაზილიური მედია იტყობინება, ლუსიოს სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვს დამწვრობა მიღებული.
საოჯახო უბედური შემთხვევის შემდეგ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. სხვა დეტალები, რამ გამოიწვია ხანძარი, უცნობია.
ბრაზილიელის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. ლუსიო გონზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ლუსიოს კარიერის საუკეთესო პერიოდი „ლევერკუზენში“, „ბაიერნსა“ და „ინტერში“ აქვს გატარებული, ასევე იცავდა „ინტერნასიონალის“, „გუარას“, „იუვენტუსის“, „სან პაულუს“, „პალმეირასის“ და „გოას“ ღირსებას, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში 105 მატჩში 4 გოლი გაიტანა.







