იტალიელმა ვარსკვლავმა იანიკ სინერმა რომის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელი ტომი პოლი ანგარიშით 1-6, 6-0, 6-3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
პირველი სეტი სინერმა სრულიად დათმო, თუმცა შემდეგ საოცარი დაბრუნება შემოგვთავაზა, მეორე სეტში პოლს შანსი აღარ დაუტოვა და მესამე სეტში გამარჯვება გაინაღდა.
სინერი ახლა ცდილობს, გახდეს მხოლოდ მეორე იტალიელი, რომელიც რომის მასტერსის ტიტულს მოიგებს. ბოლოს ეს 1976 წელს ადრიანო პანატამ მოახერხა. ფინალში იანიკ სინერი ესპანელ ვარსკვლავს, კარლოს ალკარასს შეხვდება, რომელთანაც მისი პირადი ბალანსი 4-6-ია.
ფინალური დაპირისპირება კვირას, 18 მაისს გაიმართება.









