სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:35 | 17.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა 2-ში ქოჩორაშვილის "ლევანტე" გალიდერდა

ესპანეთის ლა ლიგის მე-40 ტურში „ლევანტემ“ „ალბასეტე“ დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის ბედი პირველი ტაიმის ბოლოს პეპეს ავტოგოლმა გადაწყვიტა.

გიორგი ქოჩორაშვილი თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. ქართველი 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის, ამით აიხსნება მცირე სათამაშო დრო.

მას ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ლევანტე“ 73 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა, მაგრამ „ელჩეზე“ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, რომელსაც ორი ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.069254