ფეხბურთი

17:10 | 15.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენმა "გალათასარაიში" ჟარდელის რეკორდი გააუმჯობესა

ვიქტორ ოსიმენი „გალათასარაის“ ისტორიაში შევიდა. ის გახდა თურქული კლუბის ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი ერთ სეზონში.

ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 გოლი გაიტანა (39 მატჩში) და „გალას“ მაისურით ერთ სეზონში ამაზე მეტი გოლი უცხოელებს შორის არავის გაუტანია.

ნიგერიელმა მარიო ჟარდელის შედეგი გააუმჯობესა. ბრაზილიელმა ფორვარდმა 2000-2001 წლების სეზონში 43 მატჩში 34 გოლი გაიტანა.

ოსიმენი „გალათასარაიში“ „ნაპოლიდან“ იჯარით თამაშობს, მაგრამ ზაფხულში სავარაუდოდ, გუნდს შეიცვლის და ახალ კლუბში გადავა. ჯერჯერობით, ფეხბურთელს გადაწყვეტილება არ მიუღია:

„გავაგრძელებ ბრძოლას „გალათასარაისთვის“, სეზონის ბოლოს კი, გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც ამ სეზონის განმავლობაში განვიცადე. ყველაფერს მხოლოდ სეზონის ბოლოს გადაწყვეტ“, - თქვა ოსიმენმა თავის მომავალზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171991