საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში გორის „დილამ“ სტუმრად „თელავი“ დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა.
მასპინძლები ორჯერ იგებდნენ: ჯერ ებენეზერ კპოჩომ გახსნა ანგარიში, რასაც შოთა შეყილაძემ უპასუხა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ჯადული იობაშვილმა პენალტით „თელავი“ მეორედ დააწინაურა.
86-ე წუთამდე მასპინძლები ინარჩუნებდნენ უპირატესობას, თუმცა, ბოლო წუთებზე „დილამ“ სამი ქულა მაინც მოიპოვა სირილ ედუძისა და დეო ბასინგას გოლებით - 2:3.
„დილამ“ 26 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ უმასპინძლებს, ხოლო „თელავი“ 11 ქულით ბოლო პოზიციაზეა და მომდევნო ტურში კონკურენტ „გარეჯს“ შეხვდება.
კონკურენტთა დუელში დაზავდნენ „გაგრა“ და „კოლხეთი“. გუნდებმა პირველივე ტაიმში გოლები გაცვალეს.
„გაგრა“ 38 წუთზე პედრო ბორჟესის გოლით დაწინაურდა, რასაც სტუმრებმა ტაიმის მიწურულს ტომ ოლოკო-ობის გოლით უპასუხეს და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.
„გაგრა“ 15 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთს“ 12 ქულით მეცხრე ადგილი უკავია და წინ „იბერიასთან“ მატჩი აქვს.