ფეხბურთი

0:50 | 12.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ორ ტურში შეცდომის უფლების გარეშე: "ნაპოლის" ფეხი დაუცდა

„ნაპოლიმ“ სერია A-ს 36-ე ტურში ქულები დაკარგა და „ინტერს“ მიახლოების უფლება მისცა, რის შედეგადაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

„ინტერმა“ 36-ე ტურში სტუმრად „ტორინო“ გადახალისებული შემადგენლობის მიუხედავად, ადვილად, 2:0 დაამარცხა, ხოლო ამის შემდეგ „ნაპოლიმ“ „ჯენოას“ უმასპინძლა, იცოდა, რომ შეცდომა არ უნდა დაეშვა.

თუმცა, ანტონიო კონტეს გუნდმა მეტოქეს, რომელსაც არავითარი სატურნირო მოტივაცია არ ჰქონდა, ვერ აჯობა. მე-15 წუთზე ანგარიში რომელუ ლუკაკუმ გახსნა, რასაც სტუმრებმა პირველივე ტაიმში ალექს მერეტის ავტოგოლით უპასუხეს.

მეორე ნახევარში „ნაპოლი“ ისევ დაეუფლა უპირატესობას, მოახერხა მეორედ დაწინაურება, ამჯერად ჯაკომო რასპადორის გოლით, მაგრამ კვლავ ვერ შეძლო ანგარიშის შენარჩუნება.

84-ე წუთზე იოჰან ვასკესმა გაუტანა „აძურის“ და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

„ნაპოლი“ კვლავ ლიდერია, 78 ქულა აქვს, „ინტერს“ ერთადერთი ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ ორ ტურში შეცდომის უფლება აღარ აქვს.

მომდევნო ტურში „ნაპოლი“ „პარმას“ სტუმრად შეხვდება, „ინტერი“ „ლაციოს“ უმასპინძლებს, ხოლო ბოლო ტურში „ინტერი“ „კომოსთან“ გასვლაზე ითამაშებს, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „კალიარისთან“.

„ნაპოლი“ – „ჯენოა“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ლუკაკუ (15), 1:1 მერეტი (32, ა.გ), 2:1 რასპადორი (64), 2:2 ვასკესი (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163357
სარეკლამო ადგილი - 99
X x X