ფეხბურთი

12:17 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

უხვგოლიანი ტური

გთავაზობთ პირველი ლიგის ა ჯგუფის მე-7 ტურის შეხვედრების მიმოხილვას. ტური უხვგოლიანი გამოდგა, ოთხ შეხვედრაში 16 გოლი გავიდა და ორ შეხვედრაში გუნდებმა თამაშების შემოტრიალებაც მოახერხეს.

ხელვაჩაურში, 400 მაყურებლის წინაშე, საშინაო არენაზე “მაჭახელამ” რთული მატჩის მოგება მოახერხა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით დათმეს, ხოლო მეორე ნახევარში ორჯერ გაიტანეს და “ადელი” ქულასაც ვერ გამორჩა.

ბათუმის “დინამოს” ყოფილმა ფორვარდმა, 24 წლის ალექსანდრე ბაციკაძემ მე-6 წუთზე ანგარიში გასხნა.

გოლის ავტორს ბათუმელთა მაისურით უმაღლეს ლიგაშიც უთამაშია. მაშინ, როცა ბათუმის “დინამოს” გია გურული წვრთნიდა, ბაციკაძემ ჩემპიონობისთვის მებრძოლ “დინამო” თბილისსა და “ზესტაფონს” გაუტანა.

67-ე წუთზე, 22 წლის მცველმა მერაბ მამულაძემ ანგარიში გაათანაბრა. ერთ წუთში მასპინძლები დაწინაურდნენ. გამარჯვების გოლი ალექსანდრე ლორიამ გაიტანა.

“მაჭახელას” გუნდში ირიცხება და დებიუტის მოლოდინშია 19 წლის ალექსანდრე ადამია. ახალგაზრდა მეკარე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში ასპარეზობდა და 2012 წლის მაისში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, თუმცა მოთამაშის შემდგომ კარიერას წარუმატებელი ეთქმის.

ვასილ მაისურაძის ახალგაზრდულმა გუნდმა გასვლითი მატჩი წააგო ტექნიკური უნივერსიტეტის მოთამაშეებთან. მასპინძელთა გამორჩეული ფეხბურთელი, “სამტრედიას” ყოფილი შემტევი ავთანდილ ბაგაშვილი გახდა პირველი გოლის ავტორი. ბაგაშვილს უკვე 6 გოლი მოუგროვდა და ა ჯგუფის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

მეორე გოლი სტუდენტთა 25 წლის ნახევარმცველმა ივანე გოგატიშვილმა 88-ე წუთზე გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში პირველად გამოიჩინა თავი.

მასპინძელთა შორის სამი ლეგიონერი იყო: კამერუნელი მეკარე ანდრე ნონოსი, გამბიელი შემტევი სეიკუ ჯოოფი და ყაზახეთის მოქალაქე 20 წლის ჯაბა ჯამარიშვილი, თუმცა ეს უკანასკნელი რამდენად ითვლება ლეგიონერად, ძნელი სათქმელია.

პირველი ლიგაში არსებულ მაქინაციებზე ბევრი საუბრობს, თუმცა არ გვაქვს არანაირი საფუძველი თუნდაც “სასკოსა” და “სამგურალის” მატჩში მონაწილე ფეხბურთელები არასპორტულ საქციელში დავადანაშაულოთ.

ტოტალიზატორის ენაზე რომ ვთქვათ, “მაჭახელა” – “ადელის” მსგავსად, ამ შეხვედრაშიც ე.წ. ტაიმბოლი წამოვიდა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ “სასკოსა” და “სამგურალის” შეხვედრაში 5-ზე მეტი გოლი გავიდა.

წყალტუბოელთა 19 წლის მოთამაშეებმა თენგიზ ბრეგვაძემ და გია ღვიტიძემ პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს.

გია ღვიტიძე გასულ სეზონში ქუთაისის “ტორპედოში” ირიცხებოდა, თუმცა ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მეორე ტაიმში, გამოცდილი ფეხბურთელების ხარჯზე, “სასკომ” ანგარიში გაათანაბრა. ჯერ გიორგი მანწკავამ გაიტანა, ხოლო შემდეგ ზურაბ ძამსაშვილმა.

შეხვედრის დარჩენილ ნაწილში კვლავ ახალგაზრდების დრო დადგა. 22 წლის მურთაზ ჩანგელიამ 76-ე წუთზე დააწინაურა თანაგუნდელები, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე 20 წლის ზურაბ ღირდალაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა.

სეზონის სტარტზე “სასკო” რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. გუნდიდან წავიდა მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე. ამ ეტაპზე გიორგი მანწკავა მოთამაშე-მწვრთნელის ამპლუაშია.

ხარაგულის კლუბი “ჩხერიმელა” ზუგდიდს ესტუმრა. ადგილობრივმა “ლაზიკამ” სტუმრებს ხუთი გოლი გაუტანა ისე, რომ საკუთარში ერთიც არ მიუღია, თუმცა უცნაური ის არის, რომ პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

51-ე წუთზე, “ჩხერიმელას” ყოფილმა მოთამაშე გიორგი ცაგარეიშვილმა ანგარიში გახსნა, რასაც გამოცდილი მამუკა ჭკადუას დუბლი მოჰყვა. მეოთხე გოლი 22 წლის ზვიად კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო “სამტრედიას” ყოფილმა მოთამაშე ბესიკ ჩხაიძემ მეხუთე გაიტანა.

“ჭიათურასა” და “საბურთალოს” შეხვედრა 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გამო გადაიდო, ვინაიდან გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდიდან ბევრი მოთამაშე 19-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა თავისთან იხმო.

“მაჭახელა” – “ადელი” 2:1 (0:1)

ხელვაჩაური, ცენტრალური სტადიონი, 400 მაყურებელი

მაჭახელა: ტაკიძე, დემურაძე (თოდაძე 65), ჟვანია, ფალავანდიშვილი, ხოხონიშვილი, მამულაძე, ანანიძე, ლორია (ჯანაძე 84), ქორიძე, დუმბაძე, სირაბიძე (ბუხაიძე 54)

ადელი: შერვაშიძე, წულუკიძე (ივანიაძე 77), მჟავანაძე, ფუტკარაძე (ვარშანიძე 88), ჯინჭარაძე (კარაკულიანი 75), ცაბუტაშვილი, ჩხიკვიშვილი, დრიაევი, ესებუა, ბაციკაძე, კოკოლაძე (ბერიძე 60)

მწვრთნელი: ომარ ნაგერვაძე და იოსებ ნასუაშვილი

გოლი: 0:1 ბაციკაძე (6), 1:1 მამულაძე (67), 2:1 ლორია (68)

მთავარი მსაჯი: დავით სანოძე

გაფრთხილება: ფუტკარაძე (23), მამულაძე (31)

“სტუ” – “ლოკომოტივი” 2:0 (1:0)

თბილისი, “სპორტ-კომპლექსი შატილი,” 200 მაყურებელი

სტუ: ნონოსი, თვალავაძე, ჭავჭავაძე, ქიმერიძე, მიქაუტაძე (გაგნიძე 79), უდუმაშვილი (ჯამარიშვილი 90), გოგატიშვილი, ბაგაშვილი (შენგელიძე 89), ჩუბინიძე (თვალავაძე 84), რობაქიძე, ჯოოფი (ჯიშკარიანი 64)

მთავარი მწვრთნელი: გოჩა ჟორჟოლიანი

ლოკომოტივი: მიქავა, მთივლიშვილი, პატარკაციშვილი, გურეშიძე, კუსიანი (მაკასარაშვილი 30), სულთანიშვილი, კანჩაშვილი, კიკნაძე (კუხალაშვილი 70), გავაშელიშვილი (არდაზიშვილი 46), ღვინაშვილი (წივწივაძე 46), ლეჟავა (ლუკავა 62)

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გოლი: 1:0 ბაგაშვილი (16), 2:0 გოგატიშვილი (88)

მთავარი მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი

გაფრთხილება: კუსიანი (14), მიქაუტაძე (66)

“სასკო” – “სამგურალი” 4:2 (0:2)

თბილისი, 35-ე სკოლის სტადიონი, 100 მაყურებელი

სასკო: შერმადინი, მახათაძე, სალარიძე, მანწკავა, ქუცურუა (ხუციშვილი 90+1), ძამსაშვილი, ახვლედიანი, მოგელაძე, მალანია (გაგნიძე 83), ჩანგელია (წამალაშვილი 78), ღირდალაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მანწკავა

სამგურალი: კუჭუხიძე, ბიბილაშვილი, შალამბერიძე, ჯანაშია, ბანძელაძე, უგრეხელიძე (საღინაძე 46), ბრეგვაძე, ხვადაგიანი (თევდორაძე 69), ა.ფანცხავა (ბანძელაძე 67), კაკუშაძე ( ჩინჩალაძე 73), ღვიტიძე (ვ. ფანცხავა 76)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გოგიაშვილი

გოლი: 0:1 ბრეგვაძე (18), 0:2 ღვიტიძე (24), 1:2 მანწკავა (54), 2:2 ძამსაშვილი (69), 3:2 ჩანგელია (76), ღირდალაძე (90+2)

გაფრთხილება: ჯანაშია (34), ბანძელაძე (44), ბიბილაშვილი (52), ახვლედიანი (61), მანწკავა (63), კუჭუხიძე (90)

“ლაზიკა” – “ჩხერიმელა” 5:0 (0:0)

ზუგდიდი, “ბაიას საწვრთნელი ბაზა,” 200 მაყურებელი

ლაზიკა: მაქაცარია (ჯომიდავა 77), ტყებუჩავა, ხუხია (გვასალია 80), ჭითანავა, ცაგარეიშვილი, კუტალია (კვარაცხელია 73), შონია (ჩხაიძე 63), სამსეიშვილი, გაგუნი, ჭკადუა, ცაავა (ქარდავა 65)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი თურმანიძე

ჩხერიმელა: ძაძამია (ლომსაძე 80), გვეტაძე, ხელაძე, ლურსმანაშვილი, ჩუკვურა (გ. კიკნაძე 77), თორაძე (მეტრეველი 68), ბაბუნაშილი, გაბრიჭიძე (ჩიხლაძე 68), ტუხაშვილი, მაჭავარიანი, აშვეთია (თ. კიკნაძე 77)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი შავგულიძე

გოლი: 1:0 ცაგარეიშვილი (51), 2:0, 3:0 ჭკადუა (56, 68), 4:0 კვარაცხელია 76), 5:0 ჩხაიძე (83)

მთავარი მსაჯი: ჯუმბერ ბუიშვილი

გაფრთხილება: გვეტაძე (26), გაგუნი (44), ლურსმანაშვილი (45), ძაძამია (54), ბაბუნაშვილი (60)

0.154755