ფეხბურთი

18:30 | 10.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჩაბი ალონსო შესანიშნავი მწვრთნელია, მომავალშიც ბევრ წარმატებას მიაღწევს"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩაბი ალონსო შეაქო. როგორც მან თქვა, ის შესანიშნავი მწვრთნელია და მომავალშიც წარმატებას მიაღწევს.

„ჩაბი ალონსოს გავლენა „ლევერკუზენზე“ წარმოუდგენელი იყო. ვფიქრობ, ყველა მწვრთნელმა, ვისაც ჰქონდა მასთან, როგორც ფეხბურთელთან მუშაობის შესაძლებლობა, იცოდა, რომ ის მწვრთნელი გახდებოდა. გერმანიაში წასვლა და „ბაიერნის“ წინააღმდეგ მუშაობა ყოველთვის რთულია, გასულ სეზონში ისინი დაუმარცხებლები იყვნენ, გარდა ევროპა ლიგის ფინალისა, რომელიც „ატალანტასთან“ წააგეს. მას აქვს შესანიშნავი სტილი, აუმჯობესებს ფეხბურთელებს. ვფიქრობ, „ლევერკუზენი“ უნდა ამაყობდეს ამ კავშირით, რომელიც ჩაბისთან ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, ის მომავალშიც ბევრ წარმატებას მიაღწევს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო „ლევერკუზენს“ ტოვებს და ზაფხულში მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.186346
სარეკლამო ადგილი - 99
X x X