ფეხბურთი

23:08 | 9.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "კონტრაქტის გახანგრძლივება პსჟ-ზეა დამოკიდებული"

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული და ის მზადაა შეთავაზება მოისმინოს:

„კლუბთან ჩემი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით არის ძალაში. ყველაფერი არა მხოლოდ ჩემზე, არამედ პსჟ-ზეცაა დამოკიდებული. თუ კლუბს ჩემი დარჩენა სურს, მაშინ აქ თამაშს გავაგრძელებ. უბრალოდ კონტრაქტის გახანგრძლივება გვჭირდება, მაგრამ გადაწყვეტილება პსჟ-ს ეკუთვნის“, - თქვა იტალიელმა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს 2021 წლის ზაფხულში უფასოდ შეუერთდა, მას შემდეგ, რაც „მილანი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 26 წლის მეკარეს „პარი სენ-ჟერმენში“ დღემდე 152 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116832
სარეკლამო ადგილი - 99
X x X