ფეხბურთი

22:34 | 9.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენში" ჩაბი ალონსოს შეცვლა ესპანელი მწვრთნელით სურთ

„ლევერკუზენში“ ჩაბი ალონსოს შემცვლელის ძებნას შეუდგნენ და როგორც იტალიური მედია იტყობინება, გერმანელთა ფავორიტი სესკ ფაბრეგასია.

ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტი „კომოში“ წარმატებით მუშაობს, რომელიც შარშან სერია A-ში გადაიყვანა, ხოლო წელს ელიტაში ადგილი ძალიან ადვილად შეანარჩუნებინა.

„კომოში“ ფაბრეგასის გაშვების სურვილი არ აქვთ, მაგრამ გერმანელები ეცდებიან ამ საკითხზე მუშაობას. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენს“ სეზონის ბოლოს ჩაბი ალონსო დატოვებს, რომელიც მადრიდის „რეალს“ ჩაიბარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11304