გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სტამბოლის „გალათასარაისთან“ დამარცხდა და უკეთეს შემთხვევაში მესამედ ადგილით მოუწევს დაკმაყოფილება.
ესპანურმა კლუბმა მესამე პერიოდი ჩააგდო, რომელიც 12:24 დათმო და საბოლოოდ, ეს გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან 80:90 დამარცხდა.
შერმადინმა 21 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. გიორგი შეტევაში უშეცდომოდ ითამაშა: 4-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
მატჩის MVP „გალათასარაის“ ნიგერიელი კალათბურთელი ებუკა იზუნდუ იყო 21 ქულით და 10 მოხსნით, ხოლო „ტენერიფეს“ 18 ქულით მარსელინო უერტასმა ულიდერა.