ფეხბურთი

11:36 | 9.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმდე" "რომა": რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი 2021 წელს "რომაში"

„რომას“ ყოფილმა დირექტორმა მაურო ლეომ საინტერესო ისტორია გაიხსენა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყვნენ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ქართველი „ნაპოლიში“ გადავიდოდა.

Tuttomercato-ს ლეომ რამდენიმე წლის წინანდელი ამბავი დეტალურად უამბო:

„2021 წლის დეკემბერში მოსკოვში მივდიოდი, რადგან შუამავალმა კრისტიან ძაკარდომ კვარას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შეხვედრა ჩანიშნა გარიგების დასახურად. ყველაფერი ორგანიზებული იყო, მაგრამ წინა საღამოს გამაფრთხილეს, რომ ამ შეხვედრის შესახებ ცნობილი გაზეთებიდან გახდებოდა და ყველაფერი პრესის ფურცლებზე აღმოჩნდებოდა. არ ვიცი, რატომ, იქნებ ფასის გასაზრდელად და აუქციონის ჩასატარებლად? რეკლამისთვის? იმ ეტაპზე პროფესიული ეთიკის გამო მასთან შეხვედრის თავიდან აცილება ვამჯობინე. ცოტა ხანს დაველოდე, მაგრამ შემდეგ 10 მილიონის გადახდა ვერ შევძელით, რადგან ეს რისკად მიგვაჩნდა.

რა ღირდა მაშინ, როცა გარიგებასთან ახლოს ვიყავით? 6-7 მილიონი. თუმცა, მქონდა ეჭვი, რომ შეხვედრის შემდეგ ფასი შეიძლებოდა გაზრდილიყო. სამწუხაროდ, ვერ შევძელით „ნაპოლისნაირი“ შეთავაზების გაკეთება. ფაქტი არ არის, მაგრამ ალბათ, მას არ ექნებოდა ისეთი ევოლუცია მოურინიოსთან, როგორიც სპალეტისთან ჰქონდა. სწორედ ეს ეჭვი მქონდა, თუმცა არა მის ტექნიკურ თვისებებთან დაკავშირებით“, - თქვა ლეომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.164281