ფეხბურთი

11:00 | 9.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის ფურორი: ისტორიაში პირველად 6 გუნდი ერთი ქვეყნიდან ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში 6 ინგლისური კლუბი ითამაშებს. ეს უკვე გადაწყვეტილია და ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ერთ ქვეყანას 6 წარმომადგენელი ეყოლება.

პრემიერლიგამ ოთხეულის გარდა, ბონუს მეხუთე ადგილი მიიღო მიმდინარე სეზონში უეფას რეიტინგში ნაჩვენები შედეგებისა და შესაბამისად დაგროვილი ქულების გამო. ასე რომ, მეხუთე ადგილიც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანია.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე ევროპა ლიგის გამარჯვებულიც გადის, წელს კი, ამ ტურნირს აუცილებლად ინგლისური გუნდი მოიგებს, თანაც, ისეთი, რომელსაც პრემიერლიგაში ხუთეულში მოხვედრის არავითარი შანსი არ აქვს (ხუთეულში კი არა, საერთოდ, ევროზონაშიც კი) – „მანჩესტერი“ ან „ტოტენჰემი“. სწორედ ისინი შეხვდებიან 21 მაისს ფინალში.

პრემიერლიგაში ხუთეულისთვის დაძაბული ბრძოლაა: „ლივერპულს“ განაღდებული აქვს საგზური, „არსენალსაც“ თითქმის, რადგან მეექვსე ადგილს 6 ქულით უსწრებს. „მანჩესტერ სიტის“, „ნიუკასლს“, „ჩელსის“, „ნოტინგემსა“ და „ასტონ ვილას“ შორის სხვაობა სულ ოთხი ქულაა. მოკლედ, ამ 7 გუნდიდან 5 გუნდი გავა ჩემპიონთა ლიგაზე, მათ დაემატებათ „მანჩესტერი“ ან „ტოტენჰემი“.

ჩემპიონთა ლიგაზე ახალი ფორმატის თანახმად სულ 36 გუნდი თამაშობდეს, მომდევნო სეზონში, 36-დან 6 ინგლისური გუნდი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114395
სარეკლამო ადგილი - 99
X x X