ფეხბურთი

16:46 | 8.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ფანებმა პარიზის ქუჩებში არეულობა მოაწყვეს, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა (+VIDEO)

პარიზში, „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ზეიმი ღამის პარტიზანულ ომში გადაიზარდა.

საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში ფანებმა არეულობა მოაწყვეს, რამდენიმე მანქანას ცეცხლიც წაუკიდეს და დაამტვრიეს. შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. Le Parisien-ის ცნობით, მანქანას ცეცხლის მას შემდეგ წაუკიდეს, რაც მანქანის მძღოლს დაედევნნენ.

ზეიმოს დროს ქუჩებში შეტაკებები და ვანდალიზმის აქტები მოხდა, რამაც ქალაქში ხანძრის საფრთხეც კი შექმნა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა" ნახევარფინალში "არსენალი" დაამარცხა (1:0, 2:1) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა, სადაც 31 მაისს, მილანის „ინტერს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116614
სარეკლამო ადგილი - 99
X x X