„პაჟალუსტა“ ქალბატონი, რომლის ფოტოსაც ახლა მისჩერებიხართ, გერმანელი მოდელი ანნა-კატრინ ბრემელია. არცთუ დიდი ხნის წინ იყო ჟამი, როდესაც პირმშვენიერი ანნა-კატრინი ვეტერანი გერმანელი მობურთალის, მარიო გიოტცეს გულისსწორი იყო და დროის უდიდეს ნაწილს „სუპერ მარიოს“ სულში ჩაბუდებული დარდის განქარვებით იყო დაკავებული.
ეს ის დროა, როდესაც გერმანიის ნაკრების თილისმის წოდებისთვის ლამაზ-ლამაზი ასულები ერთმანეთს გავეშებით ებრძოდნენ და რომ არა ყოვლისწამლეკავი ეპილაცია, ერთმანეთს ბეწვის ღერს არ დაუტოვებდნენ დაუგლეჯავს. ამ ხელჩართულ ბრძოლაში მაშინ ანნამაც თქვა საკუთარი ომახიანი სიტყვა და ზოგიერი ბულვარული გამოცემა სწორედ მას ასახელებდა „ბუნდესნაკრების“ თილისმად.
მარიო გიოტცე ამ ქალთან ცხოვრებას და ნეტარყუჩობას მუდამ განსაკუთრებული გრძნობით იხსენებს და თანაცხოვრების შეწყვეტის მიზეზად საკუთარ ბედოვლათობას ასახელებს, რაც საკმაოდ იშვიათი აღიარებაა. ანნა-კატრინი კი დუმს, როგორც მიუნჰენელი მელუდე რუსი ლოთის დანახვისას...