ისტორია

12:47 | 8.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დეკლან რაისი: „მოსაგებად ყველაფერი ჩავდეთ, მაგრამ...“

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა დეკლან რაისმა უეფას ჩემპიონთა ლიგის პსჟ-სთან საპასუხო ნახევარფინალური მატჩის (1:2) შემდეგ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. ინგლისელი ნახევარმცველის თქმით, „მეთოფეებმა“ ყველაფერი გაიღეს ტურნირის მოსაგებად.

„თამაშის დასაწყისში ვდომინირებდით. თუ პირველი 15-20 წუთის განმავლობაში ერთ-ერთ ასეთ მომენტს გამოვიყენებდით, თამაშის მიმდინარეობა თავდაყირა დადგებოდა. ფეხბურთში ყველაფერს ნიუანსები წყვეტს. როგორც ჩანს, ეს არ უნდა მომხდარიყო. ამ ტურნირს აბსოლუტურად ყველაფერი მივეცით. ორ მატჩში შეგვეძლო სამი ან ოთხი გოლის გატანა, მაგრამ დონარუმა წარმოუდგენელი იყო“, - ციტირებს რაისის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

პსჟ-სა და „არსენალს“ შორის მატჩი 7 მაისს გაიმართა. გუნდები პარიზში, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე თამაშობდნენ. მასპინძელმა გუნდმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ამგვარად, პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი ორი მატჩის ჯამში (3:1) მოიგო და ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც 31 მაისს, მიუნხენში მილანის „ინტერს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110928