„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ჯანლუიჯი დონარუმამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან ასევე ისაუბრა „ინტერზე“, რომელსაც კარგად იცნობს და სადაც მისი მეგობრებიც თამაშობენ იტალიის ნაკრებიდან:
„ამ საღამოთი ვტკბები, საოცარი ატმოსფერო იყო. ფინალში შევხვდები მეგობრებს და ჩემს ყოფილ მწვრთნელი სპინელის, რომელსაც ყოველდღე ვესაუბრები. პსჟ-ში თავიდან ყველაფერი ადვილი არ იყო, ახალი ენა, ახალი ქვეყანა, ახალი ქალაქი, რთული იყო, მაგრამ ახლა ყველას ვუყვარვარ და ბედნიერი ვარ.
ზომერი? ის ძალიან კარგი მეკარეა, ჩემზე მეტი სეივი გააკეთა, ფანტასტიკურად ითამაშა. ოდეგორზე სეივი? კარგი სეივი იყო, კმაყოფილი ვარ.
ნიჭი ბუნებამ მაჩუქა, მაგრამ ყოველდღე ვმუშაობ, ვცდილობ სუსტ მხარეებზე ვიმუშაო და ვფიქრობ, მოვუმატე. „ინტერს“ კარგად ვიცნობ, ძალიან რთული, მაგრამ ლამაზი მატჩი იქნება.
რა შეიცვალა მბაპეს წასვლით? სულისკვეთება შეიცვალა, ბევრად უფრო გუნდი ვართ: ერთმანეთისთვის ვთამაშობთ. კილიანი გვაკლია, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, დიდი მეგობრები ვართ. გუნდი ძალიან ერთიანია და სწორედ ასეთი ერთიანი გარემოთი ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, ვიცი, რომ ეს ყველა გუნდში განსხვავებას ქმნის“, - თქვა დონარუმამ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება.
ეს იქნება 2004 წლის შემდეგ პირველი ფინალი, რომელშიც ესპანური, ინგლისური და გერმანული გუნდი არ იქნება, 2004 წელს, ფინალში "პორტუმ და "მონაკომ" ითამაშეს. გარდა ამისა, 1993 წლის შემდეგ პირველად ფინალი ფრანგულ-იტალიური იქნება, მაშინ "მარსელმა" "მილანი" დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ ის ფინალიც მიუნხენში გაიმართა.