ფეხბურთი

3:00 | 8.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "ორივე მატჩში საუკეთესო დონარუმა იყო, განსხვავება მან შექმნა"
"იმედია, ფინალს პსჟ მოიგებს, ფინალში მისი გულშემარტკივარი ვიქნები"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მარცხს არ იმსახურებდნენ და ფინალთან ახლოს იყვნენ.

არტეტას აზრით, ორივე მატჩში საუკეთესო პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გახლდათ:

„პირველ რიგში, ვულოცავ პსჟ-ს ფინლში გასვლას. ორივე თამაშში მოედანზე მათი საუკეთესო ფეხბურთელი დონარუმა იყო, სწორედ მან შექმნა ამ მატჩებში განსხვავება. ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვიყავით, გაცილებით ახლოს, ვიდრე შედეგებმა აჩვენა. ძალიან ვამაყობ ფეხბურთელებით და იმით, რაც მათ გააკეთეს, თუ როგორ გავუმკლავდით ზეწოლას.

ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ჩემი გუნდის თამაშის ყურება სიამაყით მავსებს. ის, რაც აქ, პარიზში გავაკეთეთ, არაჩვეულებრივია. ზოგჯერ საჭიროა მეტოქეს ტაში დაუკრა, მაგრამ მათმა მეკარემ ორივე თამაში მოიგო. ჩემი გუნდის შედეგით ვამაყობ, ამას არავინ ელოდა, თუმცა ძალიან ახლოს ვიყავით. ორი წლის წინ არავის სჯეროდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვიქნებოდით”, - თქვა არტეტამ.

ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ უგულშემატკივრებს. მოგეხსენებათ, არტეტა 2001-2002 წლების სეზონში პსჟ-ში თამაშობდა: „იმედი მაქვს, რომ ფინალს პსჟ მოიგებს, ფინალში მათი გულშემატკივარი ვიქნები“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება.

ეს იქნება 2004 წლის შემდეგ პირველი ფინალი, რომელშიც ესპანური, ინგლისური და გერმანული გუნდი არ იქნება, 2004 წელს, ფინალში "პორტუმ და "მონაკომ" ითამაშეს. გარდა ამისა, 1993 წლის შემდეგ პირველად ფინალი ფრანგულ-იტალიური იქნება, მაშინ "მარსელმა" "მილანი" დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ ის ფინალიც მიუნხენში გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116645
სარეკლამო ადგილი - 99
X x X