UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დამარცხება შეუძლია და თუ მათი მეორე ბრძოლა შედგება, ყველაფერი სხვანაირად იქნება.
"მერაბ დვალიშვილი ქამარს აუცილებლად დაიცავს, ის შონ ო'მალის მარტივად დაამარცხებს. მინდა საჩემპიონო ქამარზე შემდეგი მე ვიყო, დარწმუნებული ვარ, რომ დვალიშვილის დამარცხება შემიძლია. მას ჭიდაობა უყვარს და ეს ძალიან კარგად მესმის. მერაბთან წაგების შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე და მეორე ბრძოლაში ყველაფერი სხვანაირად იქნება." - განაცხადა იანმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პირველი ბრძოლა 2023 წელს შედგა, სადაც ხუთ რაუნდიან დაპირისპირებაში "ქართველმა მანქანამ" დამაჯერებლად და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.
აქვე გეტყვით, რომ მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას 7 ივნისს შონ ო'მალის წინააღმდეგ ჩაატარებს და საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება.