ნათქვამი რომაა, გარეგნობამ არ უნდა შეგაცდინოსო, განსაკუთრებულად შეესაბამება ხვიჩას თანაგუნდელი ბრაზილიელი მარკინიოსის ასევე ბრაზილიელ ცოლს კაროლ კაბრინოს. ამ შესახედად ფრიად თვალსაამო ქალბატონს ვითომ რა უცნაურობა უნდა აჯანჯღარებდესო, იტყვის მავანი, მაგრამ ხშირად სწორედ იქ ხდება დაუჯერებელი, სადაც ყველაზე ნაკლებად ველით.
როგორც ოკეანისგაღმური ბულვარული პრესა გვაუწყებს, სენიორა კაბრინი დიდი ანჩხლი და მაკვარანცხი ვინმეა და თავის ქმარს ისე ატრიალებს, როგორც მარკინიოსი ბურთს და ზესტაფონელი ნადია ბიცოლა ხაჭაპურს. ამას გარდა, ხმამაღლა მეტყველებაც ჰყვარებია და მარკინიოსების სახლიდან ისეთი მამაპაპური გინების ხმა გამოდის, იმის მოსმენას თურმე არაფერი სჯობს.
თან ხომ იცით, ამჟამად ოჯახი პარიზში, გლამურისა და ქეჟუალის გულის-გულში ცხოვრობს და წარმოიდგინეთ, რა ხასიათზე დადგება მავანი მუსიე შარლი, როდესაც მეზობელი სახლიდან პორტგალიური მაღალხმოვანი „ჰანგები“ იღვრება...