33 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერში(საპრიზო ფონდი €74,825)იღებს მონაწილეობას. ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ფილიპ მისოლიჩი იქნება.
ნიკოლოზმა 1/16 ფინალში ფრანგი ანტუან კორნუტ-შოვინი (ATP 548) სამ სეტში 6:2, 1:6, 6:4 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ბასილაშვილი ამ მომენტისთვის ATP რეიტინგში 157-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო მისი მომდევნო მეტოქე ავსტრიელი ფილიპ მისოლიჩი 180-ე ადგილზეა. აღნიშნული დაპირისპირება 8 მაისს საქართველოს დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, ბასილაშვილი და მისოლიჩი 29 აპრილს ავსტრიაში მაუტჰაუზენის ჩელენჯერის 1/16 ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც გამარჯვება ავსტრიელმა სამ სეტში 7:6, 6:7, 6:4 მოიპოვა.