მადრიდის „რეალის“ დამრიგებელი კარლო ანჩელოტი მალე დატოვებს „ლოს ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას. ამის შესახებ The Athletic იტყობინება.
წყაროს ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა და მადრიდულმა კლუბმა თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნულია, რომ ანჩელოტის „რეალიდან“ წასვლის შესახებ შესაძლოა მომავალი „ელ კლასიკოს“ შემდეგ გამოცხადდეს. კვირას, 11 მაისს, „ლოს ბლანკოსი“ ლა ლიგის 35-ე ტურში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
34 ჩატარებული მატჩის შემდეგ, „რეალი“ ლა ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა 75 ქულით. ესპანეთის ჩემპიონატს „ბარსელონა“ ლიდერობს.