ფეხბურთი

21:45 | 5.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გუგეშაშვილის საგოლე პასი და მშრალი მატჩი საბერძნეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საბერძნეთის ჩემპიონატში „პანსერაიკოსმა“ „ვოლოსი“ 3:0 დაამარცხა, ქართველმა მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა კი, საგოლე პასი გააკეთა.

38-ე წუთზე ლუკას გრძელი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ჯეფტე ბეტანკური დარჩა, რომელმაც გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. ეს ქართველი კიპერის პირველი ასისტია სეზონში.

გუგეშაშვილმა კარი მშრალად შეინახა, 6 სეივი მიითვალა. მას საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 31 მატჩი აქვს ჩატარებული და ძალიან კარგ სეზონს ატარებს. მოგეხსენებათ, ლუკამ კონტრაქტი უკვე გააფორმა სალონიკის პაოკ-თან, რომელსაც ზაფხულში შეუერთდება.

„პანსერაიკოსი“ 36 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 10 მაისს, „ლამიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116377
სარეკლამო ადგილი - 99
X x X