ფეხბურთი

21:16 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის მე-17 გოლი სეზონში, "ლიონმა" მნიშვნელოვანი თამაში წააგო (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ლანსთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ძალიან შეუმცირდა, თუმცა გიორგი მიქაუტაძემ გოლი ისევ გაიტანა.

ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 79-ე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი, როცა ანგარიში გაათანაბრა (1:1). „ლიონს“ აუცილებლად მოგება სჭირდებოდა უმოტივაციო „ლანსთან“, მაგრამ დარჩენილ დროში გაუშვა და უქულოდ დარჩა - 1:2

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და 10-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 32 მატჩი, 11 გოლი და 6 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 11 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

„ლიონი“ 54 ქულით მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი, მის წინ კიდევ ორი გუნდია, რომელიც ოთხეულისთვის იბრძვის. ასე რომ, პაულუ ფონსეკას გუნდის მდგომარეობა რთულია. „ლიონი“ მომდევნო ტურში 10 მაისს, სტუმრად „მონაკოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116971