ფეხბურთი

0:27 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-აჰლიმ“ აზიის ჩემპიონთა ლიგა მოიგო

დასრულდა აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, რომელშიც საუდის არაბეთის „ალ-აჰლი“ იაპონურ კლუბ „კავასაკი ფრონტალეს“ შეხვდა. გუნდები ჯიდაში (ყატარი) ‘მეფე აბდულას“ სახელობის სტადიონზე თამაშობდნენ. „ალ-აჰლიმ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 2:0.

მატჩის პირველი გოლი 35-ე წუთზე გავიდა. ის „ალ-აჰლის“ ბრაზილიელმა გარემარბის, ვენდერსონ გალენოს ანგარიშზეა. 42-ე წუთზე ნახევარმცველმა ფრანკ კესიემ თავისი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. ორივე შემთხვევაში, საგოლე გადაცემის ავტორი „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი რობერტო ფირმინო გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში „კავასაკი ფრონტალემ“ კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ დაამარცხა (3:2), ხოლო „ალ-აჰლი“ „ალ-ჰილალზე“ ძლიერი აღმოჩნდა - 3:1.

0.099756