ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ჯერ კიდევ ელოდება კარლო ანჩელოტისა და მადრიდის „რეალის“ საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად იტალიელის დანიშვნა ამაზეა დამოკიდებული, იტყობინება ფაბრიციო რომანო.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება არსებობს, თუმცა მისი განხორციელებისთვის აუცილებელია ყველა ფორმალობის მოგვარება მადრიდის „რეალთან“.
ანჩელოტისა და კლუბს შორის კარგი ურთიერთობის მიუხედავად, სეზონის ბოლოს მისი წასვლა ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.
ბრაზილიაში გეგმების შეცვლა არ არის გამორიცხული: თუ სიტუაცია უახლოეს მომავალში არ გაირკვევა, CBF სხვა კანდიდატებსაც განიხილავს, მათ შორის ჟორჟე ჟეზუსს, რომელიც საუდის არაბეთის „ალ-ჰილალიდან“ გაათავისუფლეს.







