„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ რობერტ ლევანდოვსკი შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს და „ინტერთან“ საპასუხო მატჩში ითამაშოს.
„ხვალ თამაში გვაქვს და უნდა მოვიგოთ. თუ „ვალიადოლიდთან“ განსაკუთრებულად ვითამაშებთ, „ინტერთან“ ძირითადი შემადგენლობაში შეიძლება შეიცვალოს. ბალდეს და ლევანდოვსკის შემთხვევაში უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები დღითიდღე. ორივე სწორ გზაზეა. რობერტი ძალიან კარგად პროგრესირებს, უკეთ, ვიდრე ველოდით. ის საოცარი პროფესიონალია და 100%-ით მუშაობს, ლევანდოვსკი შეიძლება „ინტერთან“ მატჩისთვის დაგვიბრუნდეს“, - თქვა ფლიკმა.
გერმანელმა სპეციალისტმა ასევე დააანონსა, რომ "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ითამაშებს, რომლისთვისაც ეს პირველი მატჩი იქნება მძიმე ტრავმის შემდეგ.





