ფეხბურთი

20:50 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის მორიგი გოლი ჩინეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ჩინეთის სუპერლიგის მე-10 ტურში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანი“ „ცინდაოს“ დაუზავდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი, გოლი გაიტანა.

„შანდონი“ აგებდა, მაგრამ ყაზაიშვილმა 74-ე წუთზე გაიტანა და თავისი გუნდი ზედიზედ მესამე მარცხისგან იხსნა. ვაკოს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში უკვე 4 გოლი და 4 პასი დაუგროვდა.

„შანდონ ტაიშანი“ 10 ტურში მოპოვებული 17 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 5 მაისს, „იუნან იუკუნს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118371