ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელი, პაკო ალკასერი მიიჩნევს, რომ ახალი თაობის ესპანეთი წარმატებული იქნება. ამის შესახებ, 21 წლის ფორვარდმა ლუქსემბურგთან მოგებული (4:0) მატჩის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ ერთად მოვდივართ 21, 20 და 19 წლამდე ნაკრებებიდან. ეს არის ძალიან კარგი თაობა, რომელიც წარმატებული იქნება.
დე ხეას ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ მისგან დამაჯერებლობა იგრძნობოდა. ჩვენ დიდი მეკარეები გვყავს მისი, კასილასისა და კასილიას სახით.
კოშტას გატანილი გოლით მოხარული ვარ, მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ მისთვის ხელი შემეწყო. იმედია მაქვს, ეს გოლი მას ძალიან დაეხმარება”, - განუცხადა As-ის ჟურნალისტებს ალკასერმა.
ალკასერმა გუშინ მე-4 შეხვედრა ჩაატარა “ფურია როხას” რიგებში და მე-3 გოლის გატანა მოახერხა.
უნდა ითქვას, რომ გუშინ ძალიან ბევრმა ახალგაზრდა მოთამაშემ ითამაშა ესპანეთის მაისურით, რომელთაც ნათელ მომავალ უკავშირებენ ამ ნაკრების რიგებში: დავიდ დე ხეა, მარკ ბარტრა, დანიელ კარვახალი, კოკე, ხუან ბერნატი, როდრიგო მორენო და პაკო ალკასერი – ეს მოთამაშეები სულ ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ირიცხებოდნენ.