ძიუდო

19:36 | 26.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

100 კგ წონით კატეგორიაში სულამანიძემ სერბი ალეკსანდარ კუკოლი, იტალიელი ჯენარო პირელი, რუსი არმან ადამიანი და ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი დაამარცხა. ამრიგად, ილიამ კოცოიევთან ერთი წლის წინ ოლიმპიადის ფინალში დრამატული მარცხისთვის რევანში აიღო.

+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი გამოვიდა, მაგრამ პირველივე შეხვედრაში თურქ რეჩეპ ერგინთან მარცხი განიცადა და უმედლოდ დარჩა.

ამრიგად, საქართველომ ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა: ოქროს მედლები გიორგი სარდალაშვილმა და ილია სულამანიძემ, ხოლო ვერცხლის მედლები ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123478