ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მისი აზრით, „რეალის“ ბოლოდროინდელე შედეგებზე პასუხისმგებელი ყველაა და არა მხოლოდ ანჩელოტი:
„საბოლოოდ, ფეხბურთში დამნაშავეები მწვრთნელები არიან. თუმცა, ანჩელოტი კარგად მუშაობას, ის არის მწვრთნელი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ტიტული მოიგო. კარგი მწვრთნელია, ჭკვიანი, „რეალისნაირ“ გუნდს ძალიან კარგად მართავს, სადაც უამრავი ვარსკვლავი თამაშობს. ჩემი აზრით, ის არაა დამნაშავე, თუ „რეალი“ ტიტულებს ვერ მოიგებს, პასუხისმგებელი ყველას შორის უნდა მოიძებნოს, მაგრამ საბოლოოდ, დამნაშავედ მაინც მწვრთნელი გამოჰყავთ“, - თქვა კუმანმა.






