ფეხბურთი

1:00 | 21.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" მძიმე მოგება "ბილბაოსთან" (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ბილბაოს“ უმასპინძლა, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაამარცხა.

კარლო ანჩელოტის გუნდი ბოლო დროს უჭირს, პრობლემები აქვს, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა. „ბილბაო“ კარგი გუნდია, მაგრამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სამეფო კლუბმა“ მაგრად იწვალა. საბოლოოდ, 93-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი და მადრიდელებმა მაინც მოიგეს.

ამრიგად, ლა ლიგაში სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე სიტუაცია უცვლელია: „ბარსელონას“ 73 ქულა აქვს, „რეალს“ – 69.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115494
სარეკლამო ადგილი - 99
X x X