ფეხბურთი

12:17 | 15.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი „სუონსის“ თანამფლობელი და ინვესტორი გახდა

მადრიდის „რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ვეტერანი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ინგლისური ჩემპიონშიფის „სუონსი სიტის" მინორიტარი თანამფლობელი გახდა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

„ეს საოცარი შესაძლებლობაა. „სუონსის“ ჰყავს წარმოუდგენელი გულშემატკივარი, აქვს ძლიერი იდენტობა და მაღალ ლიგაში გამოსვლის სურვილი.

მჯერა, რომ შემიძლია კლუბს უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება გავუზიარო. ჩემი მიზანია კლუბის ზრდას პოზიტიურად დავუჭირო მხარი და დავეხმარო დიდი მომავლის აშენებაში", - ციტირებს წყარო მოდრიჩის სიტყვებს.

ამჟამად „სუონსი“ ინგლისის ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა. უელსურ კლუბს 42 მატჩის შემდეგ 54 ქულა აქვს. ლიდერი კი 88-ქულიანი „ლიდსი“ გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124361