ფეხბურთი

1:23 | 15.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

შჩესნიმ ტერ შტეგენთან კონკურენციაზე ისაუბრა

„ბარსელონას“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ განაცხადა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დაბრუნების შემდეგ ჰანსი ფლიკის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

როგორც პოლონელმა თქვა, მას სურს თამაში, მაგრამ მწვრთნელის გადასაწყვეტია ვინ ითამაშებს:

„ბარსელონადან“ რომ დამირეკეს, ჩემს შვილთან ერთად გოლფს ვთამაშობდი, მანამდე მქონდა რამდენიმე შეთავაზებაც, მაგრამ ახლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. აქ ტერ შტეგენის შესაცვლელად მოვედი. რა თქმა უნდა, მინდა თამაში, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თუ ფლიკი გადაწყვეტს, რომ ტერ შტეგენმა ითამაშოს, ამას პატივს ვცემ. ჩვენს შორის კარგი ურთიერთობაა.

ამჟამად ტერ შტეგენი მხოლოდ დაბრუნებაზეა ორიენტირებული, როდესაც ის მზად იქნება, მწვრთნელი მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ - არა. სრულად გვესმის სიტუაცია, არც ისე დაძაბული მდგომარეობაა. რაც არ უნდა მოხდეს, გავიგებთ და პატივს ვცემთ, რადგან ორივეს გუნდისთვის საუკეთესო გვინდა.

კონტრაქტის განახლება? ამ საკითხზე ბევრს არ ვფიქრობ. ჩემი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ენერგიას ამაზე არ ვხარჯავ. იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ მაქსიმუმი გავაკეთო“, - თქვა შჩესნიმ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064666