ფეხბურთი

18:48 | 14.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

უნაი ემერი: "პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია, მაგრამ ზოგადი გეგმა მაქვს, როგორ უნდა ვითამაშოთ"

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ, პრესკონფერენცია გამართა.

ინგლისურმა კლუბმა პარიზში 1:3 წააგო, მაგრამ ესპანელი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ნახევარფინალში გასვლას შეძლებს:

„საპასუხო მატჩში დადებით შედეგს ველოდები, მიზანი რა თქმა უნდა გამარჯვებაა. რასაკვირველია, ის ფაქტი, რომ მათ 3:1 მოიგეს და 2:1, რაღაცას ცვლის, მაგრამ ბევრს არა, რადგან მაინც მოსაგები გვაქვს. უნდა მოგვეგო 2:1, ახლა კი, 3:1.

უოტკინსმა „საუთჰემპტონთან“ მატჩში აჩვენა, რომ შესანიშნავ ფორმაშია. დღეს ვარჯიში გვაქვს და მნიშვნელოვანია გავიგოთ როგორია ყველა ფეხბურთელის მდგომარეობა, რადგან შაბათს ვითამაშეთ. სასტარტო შემადგენლობაზე ჯერ იდეა არ მაქვს, მაგრამ ზოგადი გეგმა მაქვს, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მატჩი 90 წუთის განმავლობაში, მზად ვართ დამატებითი დროისა და პენალტებისთვისაც. ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, როგორ მართონ ემოციური ასპექტი, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალურიც.

ჩვენს გულშემატკივრებს თუ ჩვენს ენერგიას გადავცემთ, კარგად თუ ვითამაშებთ, ისინი თავიანთ ენერგიას მოგვცემენ, ძალიან დაგვეხმარებიან, რაღაცას მოგვცემენ. ჩემი ფეხბურთელებისთვის სახლში თამაში პლუსია.

პსჟ-ს გასვლაზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია, მაგრამ ჩემმა გუნდმა აჩვენა, რომ შეუძლია იყოს კონკურენტუნარიანი და კარგ შედეგს მიაღწიოს. ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი სახლში ვიგრძნოთ, ჩვენს ციხესიმაგრეში. ქამბექის გამოცდილება მაქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვალსაზრისით, მაგრამ სხვა ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა“, - აღნიშნა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.079452
სარეკლამო ადგილი - 99
X x X